მომსახურების პირობები და პასუხისმგებლობა

ძალაშია 2026 წლის 7 ოქტომბრიდან · რედაქცია 2026-10-07 · საიტი საპილოტე რეჟიმშია, პირობები შეიძლება დაზუსტდეს

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ წინადადებაში: სერვისი გეხმარებათ პროექტების მომზადებაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, შემოწმებას და ხელმოწერას ყოველთვის თქვენ იღებთ — ამიტომ ყოველი შედეგი თქვენ უნდა გადაამოწმოთ.

1. ვინ ვართ და რა არის სერვისი

შპს ეი აი ჯეო ასისტენტი (საიდენტიფიკაციო კოდი 446762487; მისამართი: საქართველო, ქედის რაიონი, სოფელი კუჭულა, 1-ლი ქ. N 5; ელფოსტა: aigeoassistant@gmail.com) — შემდეგში „ჩვენ“. AI Geo Assistant არის ვებ-პლატფორმა, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტებისა და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების მომზადებაში — შემდეგში „სერვისი“. მომხმარებელი არის პირი ან ორგანიზაცია, რომელიც სერვისს იყენებს.

2. თანხმობა და ცვლილებები

სერვისში შესვლით ან მისი გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ამ პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით — სერვისს ნუ გამოიყენებთ.

პირობები შეიძლება შეიცვალოს. ახალი რედაქცია ქვეყნდება ამავე გვერდზე; არსებითი ცვლილებისას თანხმობას ხელახლა მოგთხოვთ. ცვლილების შემდეგ სერვისის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს ახალ რედაქციაზე თანხმობას.

3. რას აკეთებს სერვისი და რას არა

სერვისი დამხმარე ინსტრუმენტია: ამზადებს დოკუმენტების პროექტებს, ითვლის გეგმებსა და ნაშთებს, გიჩვენებთ ნებართვის საჭიროების ნიშნებს, გთავაზობთ კლასიფიკატორის კოდებს, ამოწმებს მიმწოდებლებს საკონტროლო სიებში და იძლევა ინფორმაციულ პასუხებს რეგულაციებსა და დავების საბჭოს პრაქტიკაზე.

  • ეს არ არის იურიდიული, საბუღალტრო ან სხვა პროფესიული რჩევა.
  • შედეგი არის პროექტი. მისი შემოწმება, გადაწყვეტილების მიღება და ხელმოწერა მომხმარებლის უფლებამოსილი პირის საქმეა — საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის ადამიანი იღებს.
  • ხელოვნური ინტელექტით და ავტომატურად მომზადებულ შედეგში შეიძლება იყოს უზუსტობა ან ნაკლი; ფასები, კოდები, სიები (თეთრი/შავი/გაფრთხილებული), ბმულები და საკანონმდებლო ინფორმაცია შეიძლება იყოს არასრული ან მოძველებული.
  • არ გარანტირდება, რომ მომზადებულ დოკუმენტს, გეგმას ან ნებართვის წერილს მიიღებს შესყიდვების სააგენტო, ცენტრალიზებული ორგანო ან სხვა უწყება.

4. მომხმარებლის ვალდებულებები

  • მიუთითოს ზუსტი მონაცემები და ის შეინახოს განახლებული.
  • დაიცვას თავისი შესვლის მონაცემები და ფოსტა; წვდომა არ გადასცეს უცხო პირს. რამდენიმე თანამშრომლის ერთ პროფილზე მუშაობა ხდება ჩვენთან შეთანხმებით.
  • ატვირთოს მხოლოდ დოკუმენტები, რომელთა გამოყენების უფლება აქვს, და იყოს პასუხისმგებელი მათში მოცემულ მესამე პირთა (მიმწოდებლები, თანამშრომლები) პერსონალურ მონაცემებზე.
  • არ სცადოს სისტემის დაზიანება, პაკეტის ლიმიტების გვერდის ავლა, ავტომატური მასობრივი მოთხოვნების გაგზავნა ან სხვისი ანგარიშით სარგებლობა.
  • ყოველთვის გადაამოწმოს სერვისის შედეგი გამოყენებამდე, გაგზავნამდე ან ხელმოწერამდე.

5. პაკეტები, ლიმიტები და უფასო საცდელი

პაკეტი განსაზღვრავს, რომელი ფუნქციები და რამდენი გამოყენება გეკუთვნით. თვიური ლიმიტი ახლდება გამოწერის დაწყების რიცხვიდან ყოველ თვე და გადაუხარჯავი არ გადადის. ფუნქციების შემადგენლობა და რაოდენობები ქვეყნდება ტარიფების სექციაში და შეიძლება შეიცვალოს ახალი პერიოდიდან.

უფასო საცდელი (როცა ის ჩართულია) — შეზღუდული ხანგრძლივობით (ტარიფებში მითითებული დღეები), ერთი ადამიანისთვის/ორგანიზაციისთვის ერთხელ (ელფოსტის საბაზო სახით), შეზღუდული რაოდენობის ადგილებით. ჩვენ შეგვიძლია საცდელის პირობები შევცვალოთ ან ახალი რეგისტრანტებისთვის შევწყვიტოთ; ბოროტად გამოყენებისას — წვდომა შევზღუდოთ.

6. გადახდა

ფასები მითითებულია ლარში დღგ-ს გარეშე (შპს დღგ-ს გადამხდელი არ არის). პაკეტის არჩევისას ინვოისი ავტომატურად იგზავნება თქვენს ფოსტაზე; გადახდა — საბანკო გადარიცხვით ინვოისზე მითითებულ ანგარიშზე, დანიშნულებაში ინვოისის ნომრისა და თქვენი შესვლის ელფოსტის მითითებით.

პაკეტი ირთვება გადახდის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში: თვიური — 1 თვით, წლიური — 12 თვით. ვადის გასვლის შემდეგ წვდომა იკეტება; განახლება ახალი ინვოისით ხდება.

ჩართული პერიოდისთვის გადახდილი თანხა, როგორც წესი, არ ბრუნდება; განსაკუთრებული შემთხვევები (მაგალითად, სერვისი ჩვენი ბრალით ვერ ჩაირთო) განიხილება ინდივიდუალურად — მოგვწერეთ.

7. ხელმისაწვდომობა

სერვისი მუშაობს საპილოტე რეჟიმში და გადაეცემა „როგორც არის“. შეიძლება დროებით შეწყდეს ან შეფერხდეს (განახლებები, გარე სერვისების — ჰოსტინგი, მონაცემთა ბაზა, ხელოვნური ინტელექტის და ძიების მომწოდებლების — შეფერხება). უწყვეტ მუშაობას არ ვაგარანტირებთ; მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლები შეინახეთ თქვენთანაც.

8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კანონით დაშვებულ ფარგლებში:

  • ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი შედეგებზე, რომლებიც დადგა სერვისის შედეგის გადაუმოწმებლად გამოყენებით — მათ შორის შესყიდვის პროცედურის დარღვევა, უწყების უარი ან შენიშვნა, ჯარიმა, დავა, ვადის გაშვება, შესყიდვის ჩაშლა.
  • ჩვენ არ ვაგებთ პასუხს არაპირდაპირ ზიანზე, მიუღებელ შემოსავალზე და რეპუტაციის ზიანზე.
  • ჩვენი ჯამური პასუხისმგებლობა ერთ მომხმარებელზე შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც მან სერვისში ბოლო 3 თვეში გადაიხადა. უფასო საცდელის პერიოდში გამოყენებისას ეს თანხა ნულია.
  • ეს შეზღუდვები არ ვრცელდება ზიანზე, რომლის გამორიცხვა ან შეზღუდვა კანონით დაუშვებელია (მაგალითად, განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი).

9. ინტელექტუალური საკუთრება და თქვენი მასალა

პლატფორმა, პროგრამული კოდი, დიზაინი და ტექსტები ჩვენია. თქვენს მიერ ატვირთული მასალა და თქვენთვის მომზადებული დოკუმენტები თქვენი რჩება; ჩვენ მათ ვამუშავებთ მხოლოდ სერვისის მისაწოდებლად (იხ. კონფიდენციალურობის პოლიტიკა).

10. შეჩერება და შეწყვეტა

პირობების დარღვევისას ან ბოროტად გამოყენებისას ჩვენ შეგვიძლია წვდომა შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ გამოყენება და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა — მოგვწერეთ.

11. გამოყენებადი კანონმდებლობა და დავები

ამ პირობებზე გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა. დავას ჯერ მოლაპარაკებით ვცდილობთ მოგვარებას; თუ ეს ვერ მოხერხდა — საქართველოს უფლებამოსილი სასამართლო.

12. კონტაქტი

კითხვებისთვის მოგვწერეთ: aigeoassistant@gmail.com.

© 2026 AI Geo Assistant